|
2019-12-23 17:28:08, 2614 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, „რუსთავი 2“ -ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დასრულდა და სასამართლო საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმის არსებითი განხილვის დროს, გამოიკითხოს ტელეკომპანიის მფლობელი ქიბარ ხალვაში. გარდა ამისა, დაკმყოფილდა შუამდგომლობა, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის, კახა ბექაურის და ასევე, სარჩელის ერთ-ერთი განმცხადებლის, ნინო ნიჟარაძის გამოკითხვას ეხება. როგორც „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, მას საკუთარი პოზიციების სრულად ჩამოყალიბებისთვის დრო არ მიეცა. „დღეს უკვე გამოიკვეთა, რომ მოსამართლემ, ალბათ ზუსტად იმიტომ, რომ ნორმალურად წარმართავდა სხდომას, როგორც ჩანს, შენიშვნა მიიღო ამასთან დაკავშირებით და პროცესი არ გადადო. მე ელემენტარული ვითხოვე, რომ 6 ეპიზოდიანი ბრალისთვის მოვმზადებულიყავი, დღევანდელ სხდომაზე მთავარი საკითხი რაც წყდებოდა იყო - მიეცემოდა თუ არა საქმეს შემდეგი მსვლელობა. ამ სხდომის აზრი, ყველაზე უფრო დიდი აზრი, გარდა ტექნიკური ნაწილისა და მტკიცებულებების გამოკვლევისა, წარმართვისა თუ არ წარმართვისა, არის მთლიანად როგორ შეფასდება საქმე. მე ვფიქრობ, ზუსტად იმ ტიპის საქმეა, რომელიც სამოქალაქო სამართლისაა თავის შინაარსით და უბრალოდ, აბსურდული ბრალია წაყენებული, მაქსიმუმ სამოქალაქო დავასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)