08:34 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-21 18:38:14, 2236 ნახვა

საზოგადოება
„გაბედე ბრძოლა სიცოცხლისთვის“ - მოძრაობა „გაბედე“ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავს

მოძრაობა „გაბედე“ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები  15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის თვითმკვლელობის ამბავს და ქვეყანაში  ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე მიხეილ ქუმსიშვილი ამბობს, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თანამდებობიდან დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს და სისტემა ჯალათებისგან უნდა განიწმინდოს.

„ბატონმა გომელაურმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. თუმცა, მხოლოდ გომელაურის შეცვლით მთლიანი სისტემა არ შეიცვლება. გომელაური უბრალოდ არის ის ადამიანი, რომელმაც დაუყონებლივ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მომხდარზე, უნდა გადადგეს და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ძირეული, ფუძისეული წმენდა სისტემაში. როდესაც ვსაუბრობთ სისტემაზე, აქ საუბარია ზოგადად, მათ შორის ძალოვან უწყებებზე და სამინისტროებზე. ამიტომ, ბუნებრივია ამ ყველაფრის ლიდერი პრემიერ-მინისტრია. სისტემის ცვლილების რამდენიმე გზა არსებობს. არსებობს ძალისმიერი და არჩევნებისმიერი გზა. ჩვენ  ძალადობრივ მეთოდებს ვემიჯნებით. გვინდა, რომ სამართლიანი არცევნები არსებობდეს ქვეყანაში და სისტემა განიწმინდოს იმ ჯალათებისგან, ვინც გააუბედურა ათასობით ადამიანი“, - განაცხადა მიხეილ ქუმსიშვილმა.

ახალგაზრდა აქტივისტები საზოგადოებას მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ სისტემის ცვლილებას და საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics