08:11 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-21 16:59:55, 2707 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე: დროა დავასრულოთ იმ სიტემის არსებობა, რომელიც ახალგაზრდებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს

„დროა დავასრულოთ იმ საძაგელი სიტემის არსებობა, რომელიც ახალგაზრდებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დიდუბეში, წმინდა გიორგი სახელობის ტაძართან განაცხადა, სადაც ის 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული სისტემის პირობებში პოლიციელიც კი დაუცველია, რასაც ბათუმის ფაქტიც მოწმობს.  

„ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო მთლიანად საზოგადოებამ ამ საშინელი და შემზარავი ტრაგედიის გამო. ვფიქრობ, რომ ბოლო დღეებში კატასტროფა ხდება  ამ ქვეყანაში. დადგა დრო გავერთიანდეთ ერთი რამის გამო, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ იმ საძაგელი სისტემის არსებობა ქვეყანაში, რომელიც ადამიანებს კლავს, ახალგაზრდებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს და ვერ იცავს ადამიანების უსაფრთხოებას, რომელშიც პოლიციელიც კი დაუცველია და ბათუმის ფაქტი ამას ადასტურებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ერთად დავდგეთ და გავერთიანდეთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად გამომძიებლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს და გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics