08:11 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-21 13:38:25, 2706 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი ლუკა სირაძეზე: იმის მაგივრად, რომ მერე ვიტიროთ, სჯობს მანამდე ვიფიქროთ

„ყველას გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, რომ ამდენმა ლანძღვამ, უნდობლობამ, დაუნდობლობამ და უიმედობამ არ შეიძლება ისე გაიაროს, რომ თავისი კვალი არ დატოვოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს დიდუბეში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან განუცხადა, სადაც ის 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

პრეზიდენტმა გარდაცვლილის ოჯახსა და ნათესავებს მიუსამძიმრა.

„ვუსამძიმრებ მთელ მის ოჯახს, დედას, ძმას, მის ყველა მეგობარს და საზოგადოებას, იმიტომ, რომ 15 წლის ბავშვის გარდაცვალება ეს არის საზოგადოებისთვის ტრაგედია. მგონი, ყველას გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, რომ ამდენმა ლანძღვამ, უნდობლობამ, დაუნდობლობამ და უიმედობამ არ შეიძლება ისე გაიაროს, რომ თავისი კვალი არ დატოვოს და ეს არის კვალი. იმის მაგივრად, რომ მერე ვიტიროთ, მანამდე ვიფიქროთ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად გამომძიებლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს და გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics