10:48 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 19:14:48, 2848 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის საკრებულომ ერეკლე კუხიანიძე გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენა

თბილისის საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძეს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ შემდეგ, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაც დაატოვებინეს.

დღევანდელ სხდომას თავად კუხიანიძეც ესწრებოდა, თუმცა კენჭისყრის შედეგებს არ დაელოდა. იგი საკრებულოში უმცროს ქალიშვილთან, მარიამ კუხიანიძესთან ერთად მივიდა და აღნიშნა, რომ ოჯახის წევრებს არ მიუტოვებიათ.

„აქ არის ჩემი უმცროსი ქალიშვილი, მარიამ კუხიანიძე, რომელიც მთლიანად მიჭერს მხარს, ჩემი შუათანა ქალიშვილიც ჩამოვა და ისიც ჩემს მხარეზე დგას, მთელი ჩემი ოჯახი გვერდში მიდგას. ასე, რომ ზოგიერთი ტაკიმასხარების გამოხტომები, რომ ვიღაცამ მიმატოვა და რაღაცა, ეს არის აბსოლუტურად დიდი ტყუილი. მე სამწუხაროდ ახლა დაგტოვებთ და ერთადერთი მინდა გირჩიოთ, რომ ის ოთახი, სადაც ეს ჭინკები იყვნენ და სხვადასხვა სიბინძურეები ჩაატარეს, მოიყვანოთ მღვდელი და აკურთხოთ ეს ოთახი“, - განაცხადა კუხიანიძემ და სხდომა დატოვა.

სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება მძიმეა, თუმცა  მეგობრებს არ განსჯის.

„ეს მათი გადაწყვეტილებაა, რა თქმა უნდა ჩემთვის ეს  არის ძალიან მძიმე. ვფიქრობ, რომ მეგობრები უფრო უნდა დავიცვათ, მაგრამ მე მათ არ განვსჯი ეს არის პოლიტიკური პროცესი“, - განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.

შეგახსენებთ, კუხიანიძის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საკრებულოს დეპუტატმა ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს „პროვოკატორები“ უწოდა და შეურაცხყოფა მიაყენა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics