08:11 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 15:57:45, 1210 ნახვა

კომენტარი
ალექსანდრე ქანთარია - ახლა რომ სკოლებში გამოკითხვა ჩავატაროთ რამდენს ეამაყება, რომ ის პატარა ქართველია?

„ახლა რომ გამოკითხვა ჩავატაროთ  რამდენს ეამაყება, რომ ის პატარა ქართველია კავკასიის მთების შვილი?“, - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის წევრმა, ალექსანდრე ქანთარიამ განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

დეპუტატი ასევე დაინტერესდა  იმ პროცესებით, რომლებიც კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფასთან დაკავშირებით მიდის. 

„როგორ განაწილდება და გაიხარჯება ბიუჯეტში კულტურის სფეროსთვის დამატებით გამოყოფილი 5 მილიონი, იქნებ კონკრეტულად ითქვას ამაზე, აქ  მუზეუმები და თეატრებია და როგორ გამოდის, როგორ არის განაწილებული ეს თანხა? ასევე, რას ეტყვით უმაღლესი სახელოვნებო განათლების პროფესორ-მასწავლებლებს რა სტიმული შეიძლება იყოს მათთვის, სახელფასო გაუმჯობესება მაქვს მხედველობაში. მინდა დავამძიმო ეს ტრაგიზმით სავსე დღეები, მხოლოდ თქვენი აზრი მინდა გვითხრათ. ჩვენმა თაობამ, ვინც იმ ქვეყანაში ვსწავლობდით, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, ვიცით, სკოლებში ხდებოდა მერხების მტვრევაც, ფანჯრების მტვრევაც,  კედლების დაზიანება, აყალმაყალიც, შფოთიც,  მაგრამ მე არ მახსენდება რომ სკოლას პოლიცია გამოეძახებინა და ეს ყოველთვის გვარდებოდა ხოლმე შიდა სფეროში, ჩვენ და ჩვენ თანატოლებს, მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ წარმონაქმნში ვცხოვრობდით, ყველას გვეამაყებოდა, რომ საქართველოში დავიბადეთ. რა გეგმა გაქვთ ეროვნული ცნობიერების გაღვივების კუთხით რა გეგმაა სასკოლო სივრცეში ხელოვნების, სულიერების, რწმენის გაძლიერების კუთხით? ახლა რომ გამოკითხვა ჩავატაროთ  რამდენს ეამაყება, რომ ის პატარა ქართველია კავკასიის მთების შვილი? ეს ის პრობლემებია, რომელზეც ძალიან სიღრმისეულად არის საფიქრელი და თქვენი აზრი  იქნება საინტერესო", - მიმართა ალექსანდრე ქანთარიამ მიხეილ ჩხენკელს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics