07:17 - 29 Jun, 2026
|
2019-12-20 10:22:47, 1141 ნახვა
საზოგადოება
ცხინვალში ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ სასამართლო პროცესი დღეს, 11:00 საათზე გაიმართება. წინა სხდომა 13 დეკემბერს შედგა. სხდომაზე საოკუპაციო რეჟიმის მოსამართლემ ექიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. შეგახსენებთ, საოკუპაციო ძალებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. გაფრინდაშვილის ოჯახის ინფორმაციით, მისი ტყვეობაში დატოვების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)