09:07 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-19 13:36:08, 1543 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: ნუ მოვუწოდებთ ბავშვებს ნიჰილიზმისკენ, ნუ ვაშინებთ მომავლით და ნუ ვეუბნებით, რომ ცხოვრება არის საშინელი

„ნუ მოვუწოდებთ ბავშვებს ნიჰილიზმისკენ, ნუ ვეუბნებით, რომ ცხოვრება არის საშინელი, ნუ ვაშინებთ მომავლით“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

თალაკვაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ყველას აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება, მიმდინარე საინფორმაციო კამპანია სახიფათოა და არის არასწორი გზავნილი მოზარდებისთვს.

"განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო იმ საინფორმაციო კამპანიაზე, რომელიც მიმდინარეობს ამ შემთხვევის გარშემო და კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს თანამოქალქეებს, რომელიც აორგანიზებდნენ პროტესტის ძირითად აქტივობებს. ნუ მოვუწოდებთ ბავშვებს ნიზილიზმისკენ, ნუ  ვაშინებთ ბავშვებს მომავლით, ნუ ვეუბნებით, რომ ცხოვრება არის საშინელი, ნუ მოვუწოდებთ ნიჰილიზმისკენ. ეს არის ძალიან სახიფათო გზავნილი და მითუმეტეს, როცა ამ გზავნილს იმეორებენ უფროსები, ადამიანები, ვისიც სჯერათ ბავშვებს. ვეუბნებით ბავშვებს, რომ ცხოვრება არის საშინელი და ვეუბნებით, რომ საზოგადოებაში, ამ ქვეყანაში პრაქტიკულად პოზიტივის ადგილი არ არის, მათი ადგილიც არ არის. ეს არის ცალსახად არასწორი გზავნილი და ყველანი უნდა დავფიქრდეთ, სანამ ასეთი ტიპის კამპანიას დავგეგმავთ. ამის პოპულარიზაციით, სუიციდის ფაქტების პოპულარიზაციით, სამწუხაროდ სხვა მოზარდებიც და ადამიანებიც ინტერესდებიან და იმეორებენ ქცევას, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics