17:48 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 20:52:21, 1716 ნახვა

სამართალი
ინსპექტორის სამსახურში „მწვანე სკოლის“ თანამშრომლების გამოკითხვა გრძელდება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, „მწვანე სკოლის“ თანამშრომლების გამოკითხვა გრძელდება.

ამ დროისთვის გამოძიების კითხვებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დირექტორის მოადგილე ელისო ნიჟარაძე პასუხობს.

დღის განმავლობაში უწყებაში ასევე იმყოფებოდნენ სკოლის დაცვის თანამშრომელი უჩა მჭედლიშვილი და დირექტორის კიდევ ერთი მოადგილე მანანა ქაჯაია.

მჭედლიშვილი სწორედ იმ ღამეს მორიგეობდა, როდესაც სკოლის კედელზე წარწერა გაკეთდა. როგორც მან აღნიშნა, უცნობი პირი ტერიტორიაზე უკანა ღობიდან გადაძვრა, სადაც არც კამერები იყო და არც დაცვა. მანვე აღნიშნა, რომ პოლიციამ მოსწავლეები სკოლაშიც დაკითხა, თუმცა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, 10 დეკემბერს, მწვანე სკოლის კედელზე გაკეთებული წარწერის „ამ ცხოვრების დედაც“ გამო, სკოლის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა ვიდეო კამერების ჩანაწერებით იმ პირის იდენტიფიცირება ვერ მოახერხეს, რომელმაც წარწერა გააკეთა, ამიტომ არასრულწლოვნები განყოფილებაში დაიბარეს და გამოკითხეს. სწორედ ამ დროს გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა კიდევ ერთმა მოსწავლემ, 15 წლის გოგონამ სცადა. სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics