19:19 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 14:42:34, 757 ნახვა

ეკონომიკა
ჯერჯერობით უცნობია, რა ოდენობით შეიძლება გაიზარდოს ელექტროენერგიის ტარიფი თბილისში

"თელასის“ სატარიფო განაცხადზე საჯარო-ადმინისტრაციულ წარმოებას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დაახლოებით სამ დღეში დაიწყებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სემეკში განუცხადეს, კომპანიამ ტარიფის კორექტირება მოითხოვა, ხოლო რა ოდენობით შესაძლოა რომ ტარიფი გაიზარდოს, ამას შესაბამისი დეპარტამენტი ყველა კომპონენტის დათვლის შემდეგ დაადგენს.

„მოხდება განაცხადის შესწავლა, რამდენად სწორად არის წარმოდგენილი ყველაფერი. დაახლოებით სამ დღეში დავიწყებთ წარმოებას. კომპანიამ კორექტირება მოითხოვა, ყველა კომპონენტი უნდა დაითვალოს და ამის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელსაც სხდომაზე წარვადგენთ“, - აცხადებენ სემეკში.

შეგახსენებთ, "თელასმა" ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით გუშინ მიმართა. კომპანია სატარიფო განაცხადის წარმოდგენის საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს.

ამასთან, გუშინ სემეკ-მა "ენერგო პრო ჯორჯიას" მომხმარებლებს ელექტროენერგიის საფასური 3,95 (დღგ-ის ჩათვლით) თეთრით გაუძვირა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics