|
2019-12-16 12:39:03, 1306 ნახვა
საზოგადოება
შპს „საქართველოს მელიორაციაში“ სტუდენტთა სტაჟირება ჩატარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მელიორაციაში“ სტუდენტთა სტაჟირება ჩატარდა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის რვა სტუდენტმა გაიარა. სამი თვის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კომპანიის სერვისცენტრებში და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის საექსპლუატაციო სამუშაოებს. პროგრამა მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადებას, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. კომპანიაში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებმა სტაჟირების შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინეს, რის შემდეგაც მათ სერტიფიკატები შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ გადასცა. ღონისძიებას კომპანიის სხვადასხვა სამსახურების უფროსები და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელები ესწრებოდნენ. შპს „საქართველოს მელიორაცია“ გეგმავს მომავალშიც შესთავაზოს სტუდენტებს კომპანიაში სტაჟირების გავლა, რათა მელიორაციის დარგის მოტივირებული და კომპეტენტური ახალგაზრდა სპეციალისტების რესურსით შევსებას შეუწყოს ხელი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)