|
2019-12-16 12:35:04, 1425 ნახვა
საზოგადოება
ბესიკ თამლიანის და ზურა ბუდაღაშვილის მშობლებს პარლამენტში არ უშვებენ
20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანისა და ზურა ბუდაღაშვილის დედებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლებას არ აძლევენ. დაკავებულების მშობლები უკვე ერთ საათზე მეტია პასუხს ელოდებიან, შეძლებენ თუ არა საკანონმდებლო ორგანოში შესვლას. მათი თქმით, ისინი პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მოსვლამდე არსად წასვლას არ აპირებენ და მას პარლამენტის შესასვლელთან დაელოდებიან. „თუ დამნაშავეა ჩემი შვილი, თუნდაც ციხეში იჯდეს ხომ უნდა ქონდეს პირობები? ჩემი შვილი არა ადამიანურ მდგომარეობაშია, გამოკეტილი ჰყავთ სამარტოო საკანში საშინელი ზეწოლის ქვეშ. რისთვის? ამის სათქმელად მოვედი აქ პირველ რიგში და შემდეგ კიდევ მილიონი მაქვს სათქმელი. თუ ვართ პოლიტპატიმრები, თუ ეს იყო დანაშაული, მართო ოთხმა კაცმა დააპირა მთელი ეს გადატრიალება? ოთხი პატიმარი ჰყავთ დაკავებული და ესენი აპირებდნენ შტურმით ამ პარლამენტის აღებას?“, - განაცხადა ზურა ბუდაღაშვილის დედამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)