|
2019-12-14 13:09:54, 1781 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ითხოვს
„ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რათა მან დააკორექტიროს ყველაფერი, შეიყვანოს საკოორდინაციო საბჭოში უწყებები,“, - ამის შესახებ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ის ნაბიჯები, რომლებსაც სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები ექიმის გასათავისუფლებლად დგამდნენ საკმარისი არ არის. „საჭიროა, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომელშიც უნდა შევიდნენ ჩვენი ოჯახის წევრებიც. პირველად ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რათა მან დააკორექტიროს ყველაფერი, შეიყვანოს საკოორდინაციო საბჭოში უწყებები, რომელთაც ხელეწიფებათ ამ საკითხის გადაწყვეტა. ის, რაც ხდება დღევანდელ დღეს და არის საზეიმო განწყობა, ნამდვილად საზეიმოა და ვულოცავ მთელ საქართველოს. მაგრამ ამ პირობებში, როდესაც ტყვე ჰყავს ცხინვალის ციხეში გამოკეტილი ვფიქრობ, რომ ცოტა ჩრდილავს ეს ამ საზეიმო განწყობას. მეგონა პროვოკატორებს უფრო ადრე დაგვიძახებდნენ. ეტყობა, რომ ახლა უკვე ამის ნება მისცეს ვიღაცეებმა. საქვეყნოდ გამოფინეს ეს ყველაფერი. რაც უფრო დიდხანს დარჩება ვაჟა ტყვეობაში, მით უფრო ნათლად და უკეთესად გაიშიფრება ყველა. ეს აჩვენებს, რომ ის ნაბიჯები და მოქმედებები, რომელსაც აქამდე დგავდა სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები არ არის საკმარისი“, - ამბობს თამილა ლაფანაშვილი. შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის რეჟიმმა მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)