21:08 - 20 Apr, 2026
|
2015-07-24 09:44:58, 497 ნახვა
საზოგადოება
12 საათიდან გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღით შეიზღუდება
გმირთა მოედანზე სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზაზე ასფალტის საფარის დაგების მიზნით, დღეს 12 საათიდან საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღით შეიზღუდება. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. საგზაო სამუშაოები თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 240 000 ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის საფარის ახალი ფენა დაიგება და მოეწყობა კუნძულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდინარე მტკვარზე დაზიანებულ მოაჯირებსაც.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)