02:18 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-13 14:42:35, 772 ნახვა

საზოგადოება
აქცია პერფორმანსი საქალაქო სასამართლოსთან - „ახალი საქართველოს“ წევრებმა შენობის ეზოში ხელოვნური ზებრა გადასასვლელი მიიტანეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში „ახალი საქართველოს“ წევრებმა აქცია-პერფომანსი გამართეს და ხელოვნური ზებრა გადასასვლელი მოაწყვეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ „ახალი საქართველოს“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს და პარლამენტთან 12 დეკემბერს დაკავებულ სხვა ადამიანებს.

„ჩვენ გავმართეთ სიმბოლური პერფორმანსი დღეს სასამართლოს წინ. მოვიტანეთ ხელოვნური ზებრა და გავაკეთეთ აქ იმის ნიშნად, რომ სწორედ მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტის მონაწილეები დააკავეს ზებრაზე გადასვლის გამო. ასე გამოვხატეთ იუმორში ეს პროტესტი. მინდა მივმართო მოსამართლე ვალერის, რომ გამოვიდეს და დაგვაკავოს, ჩვენც გავიარეთ უკვე ამ ზებრაზე“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 დეკემბერს პოლიციამ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის 12 პირი დააკავა. მათ შორისაა „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics