|
2019-12-13 10:45:53, 976 ნახვა
საზოგადოება
მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან გაათავისუფლეს
მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან გაათავისუფლეს. ანდრია სარიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას ჭყონდიდელმა მიტროპოლტმა გრიგოლმა გააცნო და მისი საკითხი სამსჯელოდ სინოდალურ კომისიას გადასცა. „პირველი შეხვედრა მოხდა ახლადდანიშნულ ჭყონდიდელ მიტროპოლიტთან გრიგოლთან. მომახსენა, რომ შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობისათვის გათავისუფლებული ვიყავი ჭყონდიდის ეპარქიიდან. ამავე დროს, ჩემი საკითხი სამსჯელოდ გადაეცა სინოდალურ კომისიას. ვასაჩივრებ იგივე ჭყონდიდის მღვდელმთავრის გადაწყვეტილებას, რადგან შეიძლება ითქვას, რომ უმიზეზოდ გამომიშვა ეპარქიიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე“, - განაცხადა მამა ანდრია სარიამ. შეგახსენებთ, რომ მღვდელმონაზონი ანდრია სარია ინჩხურის ტაძრის წინამძღოლი იყო, რომელმაც ტაძარი მეუფე პეტრე ცაავას გათავისუფლების შემდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)