10:56 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 17:54:24, 1929 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც უზენაესი სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებას წაადგება

„ჩვენ მივიღეთ ზუსტად ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება უზენაესი სასამართლოს მიუკერძოებელ და გამართულ ფუნქციონირებას“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მე მანამდეც ვთქვი, რომ არ იყო იდეალური კანდიდატების ნაწილის კვალიფიკაციური მახასიათებლები, რაც ჩვენ ვიხილეთ თუნდაც ინტერვიუების დროს პარლამენტში, თუმცა მთლიანობაში ჩვენ თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით მივიღეთ მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება. თქვენ გახსოვთ ე.წ. „კლანის სია“ , რომელიც იყო წარმოდგენილი შარშან დეკემბერში, რასთან დაკავშირებითაც იყო ვნებათაღელვა, მაშინ იყო 10 კანდიდატი წარმოდგენილი, თქვენ ნახეთ, რომ ამ 10 კანდიდატიდან მხოლოდ 3 დამტკიცდა დღეს 14-დან საქართველოს პარლამენტის მიერ. შესაბამისად, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე რომ არის მაქსიმალურად დაბალანსებული  ყველა კუთხით, გადაწყვეტილება, არავითარ კლანებზე აქ არ არის საუბარი, ჩვენ მივიღეთ ზუსტად ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება უზენაესი სასამართლოს მიუკერძოებელ და გამართულ ფუნქციონირებას“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics