|
2019-12-12 15:33:17, 1605 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე დაჩი ბერაიაზე: ვუთხარი ვინც არის და რასაც წარმოადგენს, ალბათ გულზე მოხვდა
„ბუნებრივია, ვუთხარი ვინც არის და რასაც წარმოადგენს და ალბათ გულზე მოხვდა“,-ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე მასსა და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დაჩი ბერაიას შორის მომხდარ დაპირისპირებას. გოცირიძე მომხდარს მის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ „ხუმრობას“ უკავშირებს, სადაც წერდა, რომ ივანიშვილმა ურჩი ადამიანების დასჯის ნაცვლად ყველა დააწინაურა. „დაჩი ბერაია გახდა უკვე თქვენთვისაც ცნობილი, ადამიანი, რომელიც 3 წელი პარლამენტში იყო აბსოლუტურად უჩინრად და საერთოდ ვინ არის ეს დაჩი ბერაია არავინ არ იცის, ერთადერთი ვიცით, რომ "ქართუ ბანკში" მუშაობდა და "ქართუ ბანკის" თავის "შიკრიკებს" ბიძინა ივანიშვილი იყენებდა ამ ე.წ. მაჟორიტარების გუნდისათვის და რამოდენიმე ადამიანმა, იგივე დღეს მაჭარაშვილი კომიტეტის თავმჯდომარე გახდა, აგერ დიმიტრი ხუნდაძე მისი პირადი ნაცნობია, ამათი მეშვეობით ფაქტობრივად ჩააგდეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ეს არის ლაქია ადამიანი და ამ ლაქიებს სახუმარო პოსტი მუვუძღვენი რამოდენიმე დღის წინ. მოვიდა, რაღაც პრეტენზიები გამოთქვა, ორიოდე დღის წინ დავწერე, რომ ნაცვლად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ურჩი ადამიანები დაესაჯა ყველა დააწინაურა. ხუნდაძე გახდა კომიტეტის თავმჯდომარე, დაჩი ბერაია გახდა, ასე ვთქვათ, "წარმატებული ადამიანი" ამათ თვალში, დასასჯელი ადამიანები დააწინაურა და ეს იყო ცინიკური გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის მხრიდან. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავწერე როგორც ჩანს ეწყინა, მოვიდა და დაიწყო საქმის გარჩევა და იყო უსიამოვნო საუბრები. ბუნებრივია, ვუთხარი ვინც არის და რასაც წარმოადგენს და ალბათ გულზე მოხვდა“,- განაცხადა გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)