04:36 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 14:13:31, 1390 ნახვა

პოლიტიკა
პლენარულ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შედეგად, ენძელა მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა

პარლამენტის სასესიო დარბაზში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ენძელა მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა.

მისი თქმით, დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება დაასხეს, რომელსაც მძაფრი სუნი ჰქონდა და ამან ალერგიული შეტევა გამოიწვია.

„ზოგადად მაქვს ენდოტრაქიალური, აი სუნამოზეც ალერგია მაქვს ყველას ვერ მისხამ. რომ შემოვიდნენ დავინახე, მაგრამ დასხმა არ მინახავს“,- აღნიშნა ენძელა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, არ დაუნახავს, ვინ შეიატანა ნივთიერება პლენარულ სხდომათა დარბაზში.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატებს უნდა უყარონ კენჭი, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ორმა დეპუტატმა დარბაზში გარკვეული ნივთიერება შეიტანა. კობახიძის განცხადების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. მან ასევე უსაფრთხოების მიზნით, დეპუტატებს და მედიას დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics