04:36 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 10:13:37, 1151 ნახვა

პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ენმ-ს წევრის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

საკითხს მოგვიანებით სესიაზე  უყრიან კენჭს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა სხდომაზე განაცხადა, კომიტეტმა რეგლამენტის შესაბამისად 15 დღის ვადაში გამოითხოვა სასამართლოს განჩინება, რომელიც შეისწავლა და დადასტურდა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი შესულია ძალაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიასა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. კერძოდ, მას  25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და ამასთანავე, 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics