10:58 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-11 18:21:33, 1444 ნახვა

კომენტარი
კობახიძე მელიაზე: არ გვინდა ჩვენი კოლეგა ერქვას ადამიანს, რომელსაც კრიმინალის სტატუსი აქვს

„ადამიანს, რომელსაც აქვს ოფიციალურად მინიჭებული კრიმინალის სტატუსი და საკმაოდ მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, არ გვინდა რომ ჩვენი კოლეგა ერქვას“,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან დეპუტატ ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მელიას ოფიციალურად მიენიჭა კრიმინალის სტატუსი რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდეს.

„სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, განაჩენი საკმაოდ რბილი იყო, საპატიმრო სასჯელიც კი არ შეეფარდა ადამიანს, რომელსაც საკმაოდ მძიმე დანაშაული აქვს ზოგადად ჩადენილი. ეს სანქცია იძლევა, რა თქმა უნდა, პარლამენტისთვის იმის საფუძველს, რომ შეუწყდეს დეპუტატს უფლებამოსილება.  ამ შემთხვევაში დადგა სისხლისსამართლებრივი განაჩენი, ანუ უკვე გვყავს გაფორმებული კრიმინალი საქართველოს პარლამენტში, ჩვენ არ გვინდა, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს ოფიციალურად მინიჭებული კრიმინალის სტატუსი და საკმაოდ მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი არ გვინდა რომ ერქვას ჩვენი კოლეგა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელმა კირცხალიამ, მორიგი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა და ქვეყნის საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics