04:36 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-11 16:34:56, 1652 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია ზურაბიშვილზე: ლაპარაკი თუ არ შეუძლია, პენსიაზე წავიდეს

"ლაპარაკი თუ არ შეუძლია წავიდეს პენსიაზე“,- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ "საქართველოს ჯარი არ ჰყავს და არც ეყოლება".

მან პრეზიდენტს მოუწოდა, ბოდიში მოიხადოს.

„სისულელეების ლაპარაკის ნაცვლად, რომ ვერ გაუგეს თურმე, რა ვერ გაუგეს? ჩანაწერი არ არის თუ რა?  სწრაფად, დროზე ბოდიში მოიხადოს. თუ ამ წნეხს ვერ უძლებს, რომელიც მერე შეხვდება ხოლმე, როცა ასეთ სამარცხვინო რაღაცეებს იტყვის, მაშინ გადადგეს და წავიდეს პენსიაზე. აუცილებელი არ არის სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინოს, რომ მიხვდეს რომ უნდა წავიდეს. ლაპარაკი თუ არ შეუძლია წავიდეს“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნაზე სალომე ზურაბიშვილმა  თქვა: „არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics