10:57 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-11 16:15:05, 1593 ნახვა

კომენტარი
ნიკა მელია მიიჩნევს, რომ უგულავასა და გაბაშვილზე თავდასხმა ხელისუფლების ორგანიზებულია

„როგორც კი გავიგე ეს ამბავი, ეჭვიც არ შემპარვია, რომ ეს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული იყო“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე თავდასხმის ფაქტს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ მსგავსი ქმედებები მალხაზ მაჩალიკაშვილზეც განახორციელა და საკუთარ ოპონენტებზე თავდასხმა გასაკვირი არ არის.

„როგორც კი გავიგე ეს ამბავი, ეჭვიც არ შემპარვია, რომ ეს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული იყო და ჩემმა ახლობელმა გამიმყარა ვარაუდი, რომელიც შეესწრო ამ ინციდენტს. მან დამირეკა და მითხრა, რომ ამდენად ხელოვნურად დადგმული სცენა მას არ ენახა. ესენი იყვნენ მიგზავნილი, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიერ. თუმცა, რა გასაკვირია, შვილმოკლულ მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს უგზავნიან რუსთაველის გამზირზე ანალოგიურ შემსრულებლებს და ცემა-ტყეპას იქ ტეხენ. თბილისის საერთაშორიოს აეროპორტში ბიძინა ივანიშვილმა იგივე რომ დაავალოს ოპონენტი კოლეგების წინააღმდეგ, საერთოდ არ გამიკვირდება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის ლიდერებს, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს ორი უცნობი პირი დაესხა. აღნიშნულზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics