|
2019-12-11 15:30:39, 1274 ნახვა
კომენტარი
გახარია - მთის კურორტების მზაობა სეზონისთვის, ყველა შესაბამისი კომპონენტით, არის ძირითადი ამოცანა
მთის კურორტების მზაობა სეზონისთვის, თავისი ყველა კომპონენტით, არის ძირითადი ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთის კურორტების თემასთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც მთავრობის წევრები და შესაბამისი ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. პრემიერი დაინტერესდა, როგორი მდგომარეობაა ზამთრის კურორტებზე როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამართალდამცავი უწყებების ნაწილში. „უნდა ვიცოდეთ, სად ვართ ინფრასტრუქტურულად, სანომრე ბაზით, კატასტროფის მედიცინის კუთხით, როგორი მოლოდინი გვაქვს ტურისტების რაოდენობასთან დაკავშირებით, სად ვართ სამართალდამცავი სტრუქტურებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ნაწილში, რა მდგომარეობაში გვაქვს გზები. ყოველ წელს არის ერთი და იგივე პრობლემები. ყველა უწყებამ გვითხრას თავისი მიმართულების შესახებ, რათა სეზონის გახსნისთვის მაქსიმალური მზაობა გვქონდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. აღინიშნა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, გათვალისწინებულია წინა წლების გამოწვევები და კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ვითარების უზრუნველყოფა. შეხვედრაში მონაწილე უწყებების ხელმძღვანელებმა, ტურისტული ნაკადის ზრდის გათვალისწინებით, მიიღეს დავალებები, როგორ შეიძლება კიდევ უფრო ეფექტურად წარიმართოს სამუშაოები, რომელსაც სხვადასხვა სტრუქტურა ერთობლივად ახორციელებს. გაიწერა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელშიც ინტეგრირებულია ყველა ის უწყება, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიასთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ კავშირშია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)