2019-12-11 14:12:51, 1672 ნახვა
პოლიტიკა
აქციის მონაწილეები პრეზიდენტის რეზიდენციასთან ლაქების მოსაშორებელი ხსნარით მივიდნენ
"შეცვალეს" წევრები პრეზიდენტის რეზიდენციასთან ლაქების მოსაშორებელი ხსნარით მივიდნენ.
აქციის მონაწილეები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას აპროტესტებენ და მას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ.
„შეცვალეს“ წევრებმა ადმინისტრაციასთან პლაკატები მიიტანეს, რომლებზეც ოკუპანტების მსხვერპლი დავით ბაშარული, გიგა ოთხოზორია, ირაკლი კვარაცხელია და არჩილ ტატუნაშვილის სახეები არის გამოსახული.
აქციაზე მისულია ალეკო ელისაშვილი, რომელიც პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. მისი თქმით, ასეთი განცხადებები ქართული ინსტიტუციების მიზანმიმართული დისკრედიტაციაა.
"მთავარსარდალი და ამბობს, რომ ჯარი არ გვყავს და არც გვეყოლება. გამოვიდეს და მოიხადოს ბოდიში ამ ბოდვის გამო. ეს არ არის ის, რომ ფრანცისულად მოუქცია და აზრი ვერ ჩამოაყალიბა" - აცხაებს ელისაშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,