|
2019-12-10 14:08:34, 1062 ნახვა
საზოგადოება
ყაზბეგის გამზირზე სკვერი განახლდა
ყაზბეგის გამზირზე, N1 და N3 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო საბავშვო მოედანი, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონები განთავსდა, ასევე, LED განათება, საჩრდილობელი, გარე ტრენაჟორი და ყველა საჭირო ინვენტარი. ტერიტორია გამწვანდა და ხის ღობით შემოიფარგლა. განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით უთმელიძესთან ერთად დაათვალიერა. „სკვერის გარშემო რამდენიმე კორპუსია, რომლის მცხოვრებლები უკვე ლამაზ და კომფორტულ გარემოში შეძლებენ დასვენებას. რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვებისთვის ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები დამონტაჟდა. ასევე, დიდ ყურადღებას ვაქცევთ გამწვანების სამუშაოებს. ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა. სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, რომელიც კომპანია „ტაომ“ განახორციელა, გამგეობის ბიუჯეტიდან 99 026 ლარი დაიხარჯა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)