|
2019-12-09 13:26:32, 1092 ნახვა
საზოგადოება
პრემია „საბას“ გამარჯვებულები ცნობილია
საუკეთესო რომანი - აკა მორჩილაძე „კუპიდონი კრემლის კედელთან“; საუკეთესო პოეტური კრებული - ზაზა ბიბილაშვილი „ფაზლი“; საუკეთესო პროზაული კრებული - ზაალ სამადაშვილი „ოსტატთან შეხვედრა“; საუკეთესო პიესა - ალექსანდრე ლორთქიფანიძე „დისტოპიესები“; საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - თემურ ბაბლუანი „მზე, მთვარე და პურის ყანა, მანუშაკა მელოდება“; საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - სულხან სალაძე „უცნობი ძველი აჭარა“; უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი - ნანა ტონია თარგმანისთვის ევრიპიდეს „ჰეკაბე“ და მანანა დუმბაძე თარგმანისთვის ვირჯინია ვულფის „ორლანდო“; ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „საბა“ გადაეცა მთარგმნელ მანანა გიგინეიშვილს; წელს საბას ჟიურიმ ვერ გამოავლინა შორთლისტები წლის საუკეთესო კრიტიკაში და ამ ნომინაციისთვის განსაზღვრული ჯილდო, ასევე, ჟიურის გადაწყვეტილებით, გადანაწილდა ორ სხვადასხვა ნომინაციაზე. ნომინაციაში ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა დაჯილდოვდა ნინო ლომაძის "ვაშლის ბაღები" და ნომინაციაში ლიტერატურული დებიუტი - გიორგი მასხარაშვილი "14 კრისტალის თეორია". წელს ლიტერატურულ კონკურსში „საბა“ 300-მდე კონკურსანტი მონაწილეობდა, 1 თვის წინ „საბას“ ჟიურიმ 33 ფინალისტი დაასახელა. დაჯილდოების ცერემონიაზე სწორედ ამ ფინალისტებიდან გამოვლინდა გამარჯვებულები, რომლებსაც „საბას“ პრიზები და სოლიდური ფულადი პრემიები გადაეცათ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)