03:12 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-09 13:14:27, 1313 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა: დოსტოევსკის წასაკითხად საქართველოს მოქალაქეს რუსული კულტურის ცენტრი არ სჭირდება

„დოსტოევსკის წასაკითხად საქართველოს მოქალაქეს კულტურის ცენტრი არ სჭირდება“, - ამის შესახებ „ვროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს სასტუმრო „რუმსში“ განუცხადა, სადაც რუსეთის კულტურის ცენტრის გახსნას აპროტესტებენ.

უგულავას თქმით, ივაიშვილს 2011 წელს სურდ მსგვსი ცენტრის აშენება, თუმცა იმ დროინდელმა ხელისუფლებამ მას ამაში ხელი შეუშალა.

„იყო ალბათ 2010 წელი, ან 2011 წლის დასაწყისი. მაშინ მე ვიყავი თბილისის მერი, ჯერ კიდევ ფილანტროპი იყო ბიძინა ივანიშვილი. მას აქვს მიწა მშრალ ხიდთან. მაშინ შემოვიდა წინადადებით, რომ მანდ უნდოდა რუსული ცენტრის აშენება. მაშინ ეს იდეა ჩვენ დავიწუნეთ, რადგან თანამედროვე სამყაროშ არანაირი კულტურის ცენტრები არ შენდება. დოსტოევსკის წასაკითხად საქართველოს მოქალაქეს კულტურის ცენტრი არ სჭირდება. რუსეთის კულტურის ცენტრები, როგორც წესი, ჯაშუშურ საქმიანობას ეწევიან, სხვა საქმიანობების გარდა. აღსანიშნავია, რომ ამის აშენება საკუთარი ხარჯებით, საკუთარ მიწაზე უნდოდა ბიძინა ივანიშვილს, მაშინ ჯერ კიდევ არაპოლიტიკოსს, მეცენატსა და ფილანტროპს. მაშინ შევძელით ამ ჯაშუშური ცენტრის თავიდან აცილება, მაგრამ როგორც ჩანს ივანიშვილმა იტრიალა, იტრიალა და რაღაც ფორმით ისევ მოძებნა გზები ამ ცენტრის გასახსენებლად. ეს არის ჯაშუშური ცენტრი და მისი ადგილი საქართველოში არაა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics