03:12 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-09 12:56:30, 1161 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: ჩვენთვის მიუღებელია ისეთი ცენტრის გახსნა, რომელიც მოემსახურება რუსული ინტერესებს

„მიუღებელი იქნება ჩვენთვის თბილისში ან რეგიონებში რაიმე ისეთი ცენტრების გახსნა, რომელიც მოემსახურება რუსულ ინტერესებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ  საქართველოში, რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპაციის დასრულებამდე საქართველო არ წავა კომპრომისებზე ეროვნული ინტერესების ხარჯზე.

 „ვიდრე ოკუპაცია არ დასრულდება და რუსეთის ჯარისკაცები არ დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას, არანაირი კომპრომისი ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ იქნება. მით უმეტეს, როდესც ჩვენ ვართ იმ პირობებში, როდესაც ვუპირისპირდებით რუსულ ძალას და პროპაგანდას, რომელსაც სამწუხაროდ, გარკვეული მოკავშირეები საქართველოშიც ჰყავს და ზოგიერთი მათგანი შესაძლოა, არის ჩვენი მწვავე ოპონენტიც. ამ პირობებში ჩვენ ხელს არ შევუწყობთ და რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნება ჩვენთვის თბილისში ან რეგიონებში რაიმე ისეთი ცენტრების გახსნა, რომელიც მოემსახურება რუსულ ინტერესებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics