01:34 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-09 10:14:03, 1046 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კახიანი: გამოსავალია, შერეული სისტემის ფარგლებში ვიმსჯელოთ, რა წესით ჩატარდეს მაჟორიტარული არჩევნები

„უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენივე ინიციატივის ჩავარდნამ პოლიტიკურად დაგვაზიანა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ერთადერთი გამოსავალი შერეული სისტემის ფარგლებში მსჯელობაა, თუ როგორ ჩავატაროთ მაჟორიტარული არჩევნები.

,,პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უკვე მრავალი წელია არსებობს კონსენსუსი პოლიტიკურ სპექტრში. ამას ითხოვდა თითქმის ყველა პარტია და ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც აისახა კონსტიტუციაში, მაგრამ მე გული მწყდება, რომ ეს ვერ მოხერხდა 2020 წლის არჩევნებისთვის. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენივე ინიციატივის ჩავარდნამ პოლიტიკურად დაგვაზიანა. ჩვენ ვთქვით, რომ 2020 წლისთვის გადავიდოდით ახალ სისტემაზე, მაგრამ ეს ვერ შევძელით. ოპოზიცია ცხადია დესტრუქციულად იქცევა და მისი ქმედებები ყოველგვარ სამართლებრივ და მორალურ  ჩარჩოებს სცდება, მაგრამ პროტესტი ჩვენმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია. ამიტომ ვამბობ, რომ ეს დამაზიანებელი იყო.

„ვითარება ჩიხურია, რადგან ერთი მხრივ კონსტიტუციაში ცვლილებები ვერ განხორციელდება, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიცია ითხოვს ე.წ. გერმანულ მოდელს, რაც არაკონსტიტუციურია. სად არის სამართლებრივი გამოსავალი? ერთადერთი რაც შეიძლება გაკეთდეს, შერეული სისტემის ფარგლებში უნდა ვიმსჯელოთ, როგორ ჩავატაროთ მაჟორიტარული არჩევნები. ეს მისაღებია ოპოზიციისთვისაც. ამ ფონზე ჩვენი გუნდის წევრების ინიციატივა, რომ ვიფიქროთ მაჟორიტარულ სისტემაზე, ორპალატიან პარლამენტზე, ჩემი აზრით არარელევანტურია. ვერც მისი განხორციელების პერსპექტივას ვხედავ“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics