01:33 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-08 14:25:33, 2202 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მაჟორიტარები იმუქრებიან რომ მმართველ პარტიას დატოვებენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული ოცნების მაჟორიტარის მხრიდან მომდინარეობს მუქარა, რომ, თუ საპარლამენტო უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერს, ისინი პარტიას დატოვებენ.

„მუქარები იყო გაჟღერებული ამასთან დაკავშირებით, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს. გუნდში მიმდინარეობს შეხვედრები, კონსულტაციები. მე უმრავლესობის ბოლო შეხვედრას არ ვესწრებოდი, თუმცა გეტყვით, რომ არის ადამიანების ჯგუფი, ვინც კატეგორიულები არიან. აზრთა სხვადასხვაობა არის ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. არიან ადამიანები, ვინც მომხრეა მხოლოდ მაჟორიტარული სისტემის და არის ადამიანების დიდი ჯგუფი, ვინც მომხრეა, რომ ის ცვლილებები, რომელიც განხორცილებულია კონსტიტუციაში, შენარჩუნებული იყოს. 2020 წლის არჩევნები ჩატარდება არსებული საარჩევნო სისტემით და 2024 იქნება პროპორციული. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გუნდმა მიიღო. დღეს არ გაგვაჩნია რესურსი, რომ ცვლილება განხორციელდეს“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics