|
2019-12-07 18:58:15, 2900 ნახვა
კომენტარი
ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ „გავრილოვის ღამის“ გამო კოსაჩევისთვის ბოდიში არ მოუხდია
„როგორც ჩანს კონტექსტი არასწორად იქნა გაგებული. ბოდიში არ იყო, ეს იყო წუხილი იმასთან დაკავშირებით, რაც მოჰყვა „გავრილოვის ღამის“ აქციის დაშლას“, - ასე ეხმაურება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ჟურნალისტებთან საუბრისას რუსული სააგენტო „ტასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მან კონსტანტინ კოსაჩევს, „გავრილოვის ღამის გამო ბოდიში მოუხადა. მისი თქმით, უხერხულია ხელისუფლების ქმედება, რომელიც მისი მოსკოვში წასვლის გამო სოციალურ ქსელში „ტროლებს“ ამუშავებდა. „სამწუხაროა, რომ სტუმარს ორი წელი ეხვეწები ჩამოდიო და მერე შენივე უტვინობის გამო ისეთი ვითარება იქმნება ქვეყანაში, რომელსაც ელემენტარულად ვერ ალაგებ და ვერ უხსნი საზოგადოებას და ვერ უხდი ბოდიშს ამისთვის. სამწუხაროა ის, რაც ამას მოჰყვა. თუმცა პოლიტიკურად მოჰყვა ის პოზიტივი, რომ ახალგაზრდების წყალობით ჩვენ მოვიპოვეთ პროპორციული არჩევნების შესაძლებლობა. მაგრამ რა თქმა უნდა სამწუხაროა, იქ ადამაინებმა თვალი დაკარგეს. როგორც ჩანს კონტექსტი არასწორად იქნა გაგებული. ბოდიში არ იყო, ეს იყო წუხილი იმასთან დაკავშირებით, რაც მოჰყვა ამ პროცესებს კონკრეტულად აქციის დარბევასთან დაკავშირებით და ასევე იმ თუნდაც პროტესტის უკიდურესად გამოხატვის უზრდელურ ფორმასთან დაკავშირებით, რომელიც ზოგიერთმა კონკრეტულმა ადამიანმა გამოხატა და ეს ნამდვილად არ ეკადრება ქართველებს, არ ეკადრება ქართველი კაცის თავმოყვარეობას და მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად შეიძლება გამოხატო ყველაზე დიდი აღშფოთებაც კი ისე, რომ პირველ რიგში, საკუთარ თავს არ მიაყენო შეურაცხყოფა. უხერხულობა იცით რა არის? ჩვენი მთავრობა სამი დღის განმავლობაში „ტროლებს“ რომ ამუშავებდა და ისტერიკა იყო გამართული იმაზე, რომ ვიღაცას შეუძლია და გამბედაობა აქვს, ელაპარაკოს პრობლემების მქონე მეორე მხარეს.“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. შეგახსენებთ, რომ ნინო ბურჯანაძე მოსკოვში 3 დეკემბერს ჩავიდა. ის შეხვედრებს დუმის დეპუტატებსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგნელებთან მართავს. გარდა ამისა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაფხულში, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლას მოყოლილი ანტისაოკუპაციო აქციების გამო, პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ კონსტანტინ კოსაჩევს, ბოდიში მოუხადა.
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
ბელგოროდის რეგიონში უკრაინის დარტყმების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა
სროლაში ეჭვმიტანილი მასწავლებელი, ტრამპს უკრაინის მიტოვებაში ადანაშაულებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)