|
2019-12-07 16:37:03, 2105 ნახვა
საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა, რომელსაც ბაღი ტრადიციულად მეორედ მასპინძლობს. ფესტივალზე 25-მდე კომპანიის მიერ წარმოდგენილია ხელნაკეთი შოკოლადის მრავალფეროვნება და სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული ტკბილეული, ასევე, ადგილზე მომზადებული ცხელი შოკოლადი, ბელგიური შოკოლადიანი ვაფლები და საახალწლო ხელნაკეთი ნივთები. ღონისძიებას დაესწრო დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე. ასევე, შოკოლადის ფესტივალზე იმყოფებოდა ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე, რომლის თქმითაც, ბაღი მსგავს ღონისძიებას მომავალშიც უმასპინძლებს. „მნიშვნელოვანია, რომ შოკოლადის ფესტივალი ბოტანიკური ბაღისთვის უკვე ტრადიციად იქცა და ის არის საახალწლო თემატიკის ერთ-ერთი პირველი ღონისძიება თბილისში.როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, ფესტივალი ძალიან დიდი ინტერესითა და პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. წელს შევეცადეთ, უფრო სასიამოვნო და მიმზიდველი გაგვეხადა ეს წინასაახალწლო ზეიმი. აქ არიან სპეციალურად მოწვეული თოვლის პაპა და ფიფქიები, რომლებიც განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიან პატარებისთვის“, - განაცხადა თამაზ დარჩიძემ. ფესტივალის ფარგლებში, ბავშვებს საახალწლო ორცხობილების შოკოლადით მოხატვის შესაძლებლობა აქვთ. გარდა ამისა, ფესტივალზე საახალწლო განწყობას მთელი დღის განმავლობაში სანტა, გრინჩი, ფიფქია, ელფი, ცოცხალი მუსიკა და ნაძვის ხე შექმნის. შოკოლადის ფესტივალი 7 და 8 დეკემბერს 12:00 დან 18:00 საათამდე პერიოდში გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)