20:01 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-07 14:24:53, 3088 ნახვა

სამართალი
პროკურორი არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე: ყველა დაკავებულმა იცოდა, რა შინაარსის ფოტოსესიაში იღებდნენ მათ შვილებს

„ყველა დაკავებული ინფორმირებული იყო აღნიშნული ფოტოსესიის შინაარსის შესახებ“, - ამის შესახებ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების გადაღება-გასაღების საქმის პროკურორმა, მარიამ გოგორელიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, საქალაქო სასამართლო 11 ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების საქმეს განიხილავს, საიდანაც 10 მშობელი და ერთი მასწავლებელია.

„დღეს განიხილება 11 ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიება. აქედან 10 მშობელია, ერთი მასწავლებელი. ყველა მათგანი ინფორმირებული იყო აღნიშნული ფოტოსესიის შინაარსის შესახებ. ყველა მათგანს თვითონ მიჰყავდა საკუთარი შვილი ფოტოების გადასაღებად. იმყოფებოდა იმავე ბინაში, სადაც ხდებოდა ფოტოების გადაღება. ბრალდების მხარეს აქვს არაერთი მტკიცებულება აღნიშნულის დასადასტურებლად გარდა იმისა, რომ ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც არის უშუალოდ პორნოგრაფია ასახული. აგრეთვე არის როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩანაწერები, როგორც ვიდეო ჩანაწერები, აგრეთვე აუდიო ჩანაწერები“, - განაცხადა მარიამ გოგორელიანმა.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ რამდენიმე დღის წინ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში პროდუქტების იდენტიფიცირება - რითეილ ასოციაცია
გუდვილი ასევე დეილის, სპარს, კალათას, მაგნიტს, გვირილას და იოლს მაღაზიათა ქსელი შექმნიან პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათას, რომელზედაც მინიმალური სავაჭრო მარჟა დაწესდება
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics