|
2019-12-07 13:59:59, 1811 ნახვა
საზოგადოება
თავისუფლების მოედანზე ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
„სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის - თავისუფლება ვაჟა ექიმს“, - თავისუფლების მოედანზე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდეს, მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენონ. „მთავარი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ღირსეული წევრი არის დღემდე არის უკანონო ტყვეობაში. ჩვენ, რიგითი მოქალაქეები გავერთიანდით მხოლოდ ერთი მიზნით, რომ ეს თემა არ არის ჩაფარცხული, ეს თემა ადამიანებს ახსოვთ, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური საკითხებისა, მიუხედავად უამრავი გაჭირვებისა, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. ეს თემა დღის წესრიგში არის უმნიშვნელოვანესი და ქართული საზოგადოების რიგითი წევრები ვერთიანდებით ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის თავისუფლებისთვის. 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელია ჩვენს ქვეყანაში ადამიანი ისჯებოდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას უყვარს თავისი სამშობლო და პროფესია. ჩვენ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამ თემის წინ წამოწევა და მაქსიმალურად მოხდეს ამ ადამიანზე ყურადღების კონცენტრირება“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლაშა მესხმა. შეგახსენებთ, ექიმ, ვაჟა გაფრინდაშვილს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი, მას ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)