09:55 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 13:11:08, 349 ნახვა

პოლიტიკა
სემეკ-ის მიერ ახალი ტარიფის დადგენის შემდეგ, მთავრობაში სუბსიდირების გეგმაზე იმსჯელებენ

საქართველოს მთავრობაში სემეკ-ის მიერ ახალი ტარიფის დადგენის შემდეგ სუბსიდირების გეგმაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, სუბსიდირების გეგმა საზოგადოებას დღეს, ან ხვალ უნდა წარუდგინონ.
„ენერგეტიკის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს მინდა მივმართო, რომ როდესაც დადგინდება ახალი ტარიფი, დღის ბოლომდე შევიკრიბოთ. დღეს თუ არა ხვალ უნდა წარვუდგინოთ საზოგადოებას სუბსიდირების გეგმა“,-განაცხადა ღრიბაშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობა სოციალურა დაუცველებისთვის სუბსიდირებას გააკეთებს.
„ჩვენ მაქსიმალურად სამართლიანად ვცდილობთ მოვექცეთ მოსახლეობას. თუ ტარიფი დაკორექტირდება, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მოსახლეობას ტვირთი შეუმსუბუქოს და აუცილებლად იქნება სუბსიდირება სოციალურად დაუცველებისთვის. ჩვენ გვინდა მოსახლეობას დავუმტკიცოთ, რომ ვართ სოციალურად ორიენტირებული მთავრობა, ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს“,-აღნიშნა პრემიერმინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსმა პროპაგანდისტმა სალავიუვმა იტალიის პრემიერ მელონის, ძუკნა ქალი უწოდა, რომმა ელჩი დაიბარა
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics