|
2019-12-07 11:44:40, 1487 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება
საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე გერმანიის ცენტრალური მთავრობის კვლევითი ინსტიტუტის ოფიციალურ პირებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში „EMT“ ჯგუფის შექმნის მნიშვნელობასა და პროექტის განხორცილებისთვის საჭირო გზებზე ისაუბრეს. ასევე, ქართულ-გერმანული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, კოლეგებმა პროექტის სამოქმედო გეგმა გაწერეს და სამომავლო შესაძლებლობები განიხილეს. გერმანულმა წარმომადგენლობამ პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველოში გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ჯგუფები საველე სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფენ. ისინი ინციდენტის ადგილზე მყისიერად ემერჯენსის ტიპის საველე ჰოსპიტალს მოაწყობენ და ნებისმიერი სიმძიმის პაციენტს მოემსახურებიან. „EMT” ჯგუფს ასევე შეეძლება კავკასიის რეგიონში, კერძოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს, შესაბამისი საველე დახმარება აღმოუჩინოს. პროექტი გერმანიის ცენტრალური მთავრობის „რობერტ კოხის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ASB“-ის მონაწილეობითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ოფისის კოორდინაციით ხორციელდება. საქართველოში EMT ჯგუფებს ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უხელმძღვანელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)