|
2019-12-07 11:40:14, 3208 ნახვა
რეგიონი
ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ხაშურში ბინები გადაეცათ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსში 14 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა. საცხოვრებელი ფართების გადაცემის შემდეგ, სურამში, ორი ნგრევადი ობიექტი იხურება, სადაც იძულებით გადაადგილებული ოჯახები, წლების განმავლობაში, უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ. ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ბინები სამინისტრომ დევნილი ოჯახებისთვის, მენაშენეების პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით შეისყიდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ბესარიონ სიმონიშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა გადასცეს. 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, 154 ნგრევადი ობიექტი დაიხურა და იქ მცხოვრებმა 2000-მდე დევნილმა ოჯახმა ბინა ახალაშენებულ კორპუსებში მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)