23:58 - 28 Jun, 2026
|
2019-12-06 18:21:51, 1082 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ ჩხენკელმა აზერბაიჯანის ელჩსა და „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ხელმძღვანელს უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან დურსუნ ჰასანოვთან და „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ გენერალურ დირექტორთან მაჰირ მამედოვთან. შეხვედრის დროს საუბარი შეეხო მხარეებს შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს. მათ შორის, განიხილეს ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანული თეატრისა და მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული მუზეუმის საკითხები. აზერბაიჯანის ელჩმა მიხეილ ჩხენკელს, მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრების მისალოცი წერილები გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)