|
2019-12-06 17:41:57, 1291 ნახვა
საზოგადოება
ბიზნესგიდი - თიბისის მომსახურების ახალი მოდელი ბიზნესმომხმარებლისთვის
სულ მალე, თიბისის ფილიალებში მისულ მომხმარებელს ბიზნესგიდი დახვდება, რომელიც მეწარმეს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტას შესთავაზებს და თიბისის ბიზნესეკოსისტემის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება. ბიზნესგიდის მომსახურება ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის სტარტაპებისთვის. პროექტის მიზანია, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივება და ბანკის პროცედურებში დახარჯული დროის დაზოგვა. ბიზნესგიდები თიბისის ყველა ფილიალში დახვდებიან მომხმარებელს და მათ გააცნობენ თიბისი ჯგუფის როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო პროდუქტებს. "თიბისი, როგორც ბიზნესის საუკეთესო მხარდამჭერი, მუდმივად ცდილობს მომხმარებლისთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზებას. ბიზნესგიდის პროექტიც ამ სტრატეგიის ნაწილია. გიდები მომხმარებელს ბევრი განსხვავებული პროდუქტიდან საკუთარ ბიზნესსაჭიროებებზე მორგებულ პროდუქტზე/მომსახურებაზე არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებიან და დაზოგავენ მათ დროს. გარდა ამისა, თიბისის ნებისმიერ ფილიალში ბიზნესანგარიშების გახსნა და საბაზისო პროდუქტების მიღება კომპანიებს უკვე 7 წუთში შეუძლიათ, ხოლო ბიზნესსესხის განაცხადზე პასუხის მიღება - 15 წუთში.", - ნათია ვაჭარაძე, თიბისის ბიზნესსეგმენტების მართვის ლეგიონის ასოცირებული პარტნიორი. თიბისიში ბიზნესგიდების მიღება უკვე დაიწყო. ვაკანსიის ნახვა და რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://career.tbcbank.ge/Job/4180 .
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)