22:40 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-06 11:40:49, 798 ნახვა

საზოგადოება
8 დეკემბრიდან „საქართველოს რკინიგზა“ ახალ სამატარებლო გრაფიკზე გადადის

მიმდინარე წლის 8 დეკემბრიდან სს ,,საქართველოს რკინიგზა“ ახალ სამატარებლო გრაფიკზე გადადის.

ყოველდღიური, დღეგამოშვებით არსებული ჩქარი, სამგზავრო მატარებლებისა და ელექტრომატარებლების მოძრაობის განრიგებში გარკვეული ცვლილებები შედის.

მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

№802/801 - ყოველდღიური ჩქარი მატარებელი   თბილისი - ბათუმი,  თბილისიდან გავა 8:00 სთ -ზე, ბათუმში ჩასვლა - 13:00 სთ -ზე; ბათუმი - თბილისი, ბათუმიდან 18:00 სთ -ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 23:00 სთ -ზე;

№804/803 - ყოველდღიური ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი-ბათუმი,  თბილისიდან გავა 17:35 სთ -ზე, ბათუმში ჩასვლა - 22:35 სთ -ზე; ბათუმი - თბილისი, ბათუმიდან 07:55 სთ -ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 12:55 სთ -ზე;

№812/811 - დღეგამოშვებით მსველობის ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი - ბათუმი,  თბილისიდან გავა 0:45 სთ - ზე, ბათუმში ჩასვლა - 5:55 სთ -ზე; ბათუმი - თბილისი, ბათუმიდან 0:50 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 5:55 სთ -ზე.

№870/869 - ჩქარი ელეტრომატარებელი თბილისი -  ზუგდიდი, თბილისიდან გავა 8:10 სთ -ზე, ზუგდიდში ჩასვლა - 13:35 სთ -ზე; ზუგდიდი - თბილისი, ზუგდიდიდან 18:15 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 23:50 სთ -ზე.

№872/871 - ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი - ფოთი, თბილისიდან გავა 8:30 სთ -ზე, ფოთში ჩასვლა - 13:33 სთ - ზე; ფოთი - თბილისი, ფოთიდან 18:30 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 23:30 სთ -ზე.

№874/873 - ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი - ფოთი, თბილისიდან გავა 17:50 სთ -ზე, ფოთში ჩასვლა - 22:56 სთ - ზე; ფოთი - თბილისი, ფოთიდან 8:25 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 13:30 სთ -ზე.

№12/11 - ჩქარი მატარებელი თბილისი - ოზურგეთი, თბილისიდან გავა 9:00 სთ -ზე, ოზურგეთში ჩასვლა - 17:10 სთ - ზე; ოზურგეთი - თბილისი, ოზურგეთიდან 9:05 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 17:30 სთ - ზე.

№18/17 - ჩქარი მატარებელი თბილისი - ქუთაისი, თბილისიდან გავა 9:00 სთ -ზე, ქუთაისში ჩასვლა - 14:30 სთ - ზე; ქუთაისი - თბილისი, ქუთაისიდან 12:15 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 17:30 სთ - ზე.

№602/601 - სამგზავრო მატარებელი თბილისი - ზუგდიდი, თბილისიდან გავა 21:45 სთ -ზე, ზუგდიდში ჩასვლა - 6:15 სთ -ზე; ზუგდიდი - თბილისი, ზუგდიდიდან 22:15 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 6:45 სთ -ზე.

654/653 - სამგზავრო მატარებელი თბილისი - ოზურგეთი, თბილისიდან გავა 21:45 სთ -ზე, ოზურგეთში ჩასვლა - 6:25 სთ - ზე; ოზურგეთი - თბილისი, ოზურგეთიდან 21:35 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 6:45 სთ - ზე.

შეგახსენებთ, მატარებლების მოძრაობის გრაფიკებში ზემოთ აღნიშნული ცვლილებები მიმდინარე წლის 8 დეკემბერს შევა ძალაში.

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics