22:40 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-05 12:55:50, 1242 ნახვა

საზოგადოება
ახალი ავტობუსები კიდევ 6 მარშრუტზე გავიდნენ

თბილისის მერიის განცხადებით, „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დღეს, დილიდან 6 მარშრუტზე გავიდნენ.

კერძოდ: N7-ზე - სოფელი დიღომი - მეტროსადგური „დიდუბე“, N12-ზე - დიდი ლილო - მეტროსადგური „ისანი“, N19-ზე - ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონი - ზემო ფონიჭალა, N57-ზე - სამგორის ქუჩა - კრწანისის ქუჩა, N80-ზე - ორთაჭალის ქუჩა -ბარათაშვილის ქუჩა და N122-ზე - მუჯირიშვილის ქუჩა - სადგურის მოედანი.

ხვალიდან N37 სამარშრუტო ხაზზე (აეროპორტი - სადგურის მოედანი) MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ახალი ავტობუსები 12-მეტრიან ლურჯ MAN-ის ავტობუსებს შეცვლიან. გამოთავისუფლებული ლურჯი ავტობუსები კი გადანაწილდება დიდი დიღმის 2 მარშრუტზე:  N15-სა და N54-ზე, რომლებიც სადგურის მოედნამდე და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსამდე მოძრაობენ.

ავტობუსების ახალი შემადგენლობა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას 3 დეკემბერს წარუდგინა. ისინი მარშრუტებზე ერთი კვირის განმავლობაში გავლენ. უახლოეს დღეებში ახალი ავტობუსები მოემსახურება შემდეგ მარშრუტებს: N13, N36, N48, N65, N68, N75, N77 და N110.

როგორც ცნობილია, მუნიციპალური  ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში,  თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მწარმოებლის მიერ თბილისისათვის მათი მოწოდება დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics