|
2019-12-04 12:57:35, 1488 ნახვა
საზოგადოება
კახეთის გზატკეცილზე საგზაო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება და სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგება
კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები 6 დეკემბერს დასრულდება და სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ქალაქში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზების მიწის ქვეშ განთავსება და ახალი სანათების დამონტაჟება მოხდება, რომელიც სატრანსპორტო მოძრაობას ხელს არ შეუშლის. „კახეთის გზატკეცილზე ასევე, მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები, ბოლოს კი საგზაო მონიშვნები დაიხაზება. ძალიან კარგი პროექტი გამოდის. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ტერიტორია მთლიანად სახეშეცვლილი იქნება თავისი საგზაო ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობის სამუშაოებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ. რაც შეეხება ჭავჭავაძის გამზირს, თბილისის მერის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოების ნაწილი 8 დეკემბრისთვის დასრულდება და სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება. „ჭავჭავაძის გამზირზე საგზაო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, რომელიც 7 დეკემბრისთვის დასრულდება. 8 დეკემბრიდან უკვე კავსაძის ქუჩის მონაკვეთამდე, სადაც გადაადგილება შეზღუდულია, ტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნება. ჩვენ აქ დროებით ვაჩერებთ სამუშაოებს, რადგან ახალი წელი მოდის, ქალაქი საკმაოდ დატვირთული იქნება და არ გვინდა, ჩვენი მუშაობით დედაქალაქი შევზღუდოთ. სამუშაოების წარმოება 8 იანვრამდე შეჩერდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე განმარტებით, ჭავჭავაძის გამზირზე დროებითი შუქნიშნები განთავსდება, ასევე, მოეწყობა ზებრა გადასასვლელები. „ეს არ ნიშნავს იმას, რომ საგზაო სამუშაოები დასრულებულია. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს 8 იანვარს გავაგრძელებთ იმ დარჩენილ მონაკვეთზე, რომელიც ვაკის პარკამდე გრძელდება. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და თავისი კეთილმოწყობის სამუშაოებით, გამწვანებით, ახალი ელექტროგადამცემი ბოძებით, ავტობუსების ზოლების მოწყობით ძალიან ეფექტური პროექტი გამოვა. ასევე, ვახორციელებთ საპილოტე პროექტს, რომლის ფარგლებშიც, ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნების მიწის ქვეშ განთავსება მოხდება. ჩვენ ეს მიდგომა და დამოკიდებულება გვინდა, სხვა რაიონებსა და ქუჩებშიც გადავიტანოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა. გლდანის რაიონში მიმდინარე სამუშაოებზე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ქვედა ფენებში დაახლოებით, 15-20 დეკემბრისთვის დასრულდება. „ავტომობილებს ყოველგვარი შეფერხების გარეშე, ექნებათ გადაადგილების შესაძლებლობა. აღნიშნულ ქუჩებზეც პარალელურად გაგრძელდება სამუშაოები. ეს არის განათების ბოძების დამონტაჟება, ველობილიკების, ტროტუარისა და ავტობუსის მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლების მოწყობა. აღნიშნული სამუშაოები სრულად მომავალი წლისთვის დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)