21:23 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-04 12:02:03, 852 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებთან საჯარო შეხვედრა გაიმართება

ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებულ პირთან  საჯარო შეხვედრა შაბათს, 7 დეკემბერს, 12:00 საათზე ვაკის პარკში გაიმართება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ვაკის პარკი უკვე შერჩეულმა ბრიტანულმა კომპანიამ - CBA უნდა დააპროექტოს. მისივე თქმით, პარკს თბილისისა და თბილისელებისთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს და დაპროქტების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობა აუცილებელია.

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას და ყველა დაინტერესებულ პირს განხილვის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

„აღნიშნული  კომპანია ყველა დაინტერესებულ პირს  წარუდგენს თავის ხედვას, თუ როგორ უნდა მოხდეს პარკის რეაბილიტაცია, განვითარება. ძალიან  მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის, ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა, რათა მათგანაც მიიღონ მოსაზრებები პარკის ფუნქციურ ზონირებასთან დაკავშირებით. ვაკის პარკი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე და თითოეულ დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ჩვენ მიერ შერჩეულ ბრიტანულ კომპანიას, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე პარკების მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისი მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics