|
2019-12-04 11:03:20, 1797 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ დაგვიყენა მოთხოვნა, რომლის შესრულება შეუძლებელია
„ოპოზიციამ ჩვენ დაგვიყენა მოთხოვნა, რომლის შესრულება, მე ვერ წარმოვიდგენ, რომ მათ არ იცოდნენ რომ შეუძლებელია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გერმანულ მოდელსა და კონსტიტუციას შორის არსებული შეუსაბამობა, აჩენს თეორიულ, მაგრამ საფუძვლიან რისკს, რომ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოხდება მისი გაუქმება, რაც პროცესებს არასასურველ სპირალში შეიყვანს. „მე ვერ წარმოვიდგენ, რომ დავით უსუფაშვილმა არ იცოდეს, რომ 77 არ უდრის 150-ს. ეს უმარტივესი ასახსნელია. ჩვეუულებრივ მოქალაქესაც ადვილად გავაგებინებთ, რომ გერმანული მოდელი არის მთელი თავისი არსით პროპორციული. 6 საათიან შეხვედრაზე, თითქმის ხუთ საათნახევარი მოვუნდით ამ მარტივი ჭეშმარიტების მტკიცებას. ჰიპოთეტურად დავუშვათ, რომ ჩავატაროთ და დავყვეთ მათ ნებას, ვიღაცამ შემდეგ, უკმაყოფილო პარტიამ, ერთმა ნებისმიერმა მოქალაქემ რომ გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში, არის ასპროცენტიანი შანსი იმისა, რომ გააუქმოს საკონსტიტუციომ, იმიტომ, რომ შერეული არ შეესაბამება პროპორციულს და რა გამოდის? ვიღებთ ახალ სპირალს და უნდა შევიდეთ ამაში",-განაცხადა მამუკა მდინარაძემ. უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან არსებობს კომპრომისის რესურსი, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან შეგნებულად არ ხდება მასზე ყურადღების გამახვილება. „თუ საუბარი იქნება მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებზე, როგორც მინიმუმ ვერ გეტყვით, რომ ეს არის არაკონსტიტუციური, იმიტომ, რომ 77-ის ნაწილში ხომ პროპორციულია, 73-ის ნაწილში მაჟორიტარული და იქ, მრავალმანდატიანი იქნება თუ ერთმანდატიანი მაჟორიტარები რა წესით აირჩევიან და რა პროცენტით, ეს შეიძლება გაწერო კანონში. კანონში არ შეიძლება გაწერა სხვაგვარი პრინციპის, თორემ, განაწილების წესი, უსუფაშვილი რაზეც აპელირებდა, შესაძლებელია. მინიმუმ, კონსტიტუციურობის ტესტი ამ იდეას, იქვე რაც გახმოვანდა, გავლილი აქვს, უთანხმოებაც სწორედ ამან გამოიწვია ჩემი აზრით, რომ ჩვენ ეს იქვე დავუდასტურეთ",-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
ბელგოროდის რეგიონში უკრაინის დარტყმების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა
სროლაში ეჭვმიტანილი მასწავლებელი, ტრამპს უკრაინის მიტოვებაში ადანაშაულებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)