|
2019-12-03 18:41:24, 2370 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი: საზოგადოების დაკვეთა არა პროცესის ქუჩაში გადატანა, არამედ ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარებაა
„მთავრობა მუშაობს, პარლამენტი მუშაობს, ჩვენ ვერ ვყვებით და არ ავყვებით ოპოზიციის იმ დღის წესრიგს, რომელიც პროცესის ქუჩაში გადატანას ცდილობს",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, პარლამენტს აქვს დღის წესრიგი, რომელიც საზოგადოების ინტერესებს შეესაბამება. „ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, რომ მათ მოეხდინათ შენობების ბლოკირება, პიკეტირება, რომელიც კანონის ფარგლებს სცდება და ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული გადაცდომა, მეორე შემთხვევაში, შესაძლოა, დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდეს, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვმუშაობდით და ვმუშაობთ პარლამენტში. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისი. ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა, ვიმუშაოთ იმ პროექტებზე, რომელიც უკავშირდება ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას, ვიმუშაოთ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე, იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ შესაბამის დროში ცვლილებების შეტანა და დამტკიცება. ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. მათი დაკვეთა არ არის პროცესის ქუჩაში გადატანა. მათი დაკვეთაა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. უმრავლესობის წევრი „ქართული ოცნების" ოფისსა და მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა. ანრი ოხანაშვილის თქმით, ახალგაზრდებს შორის რაიმე ფორმით შუღლის გაღვივება მიუღებელია. კომიტეტის თავმჯდომარე მმართველი გუნდის მხარდამჭერებს ოპონენტებთან დებატების კონსტრუქციულად წარმართვისკენ მოუწოდებს. „მიუღებელია რაიმე ფორმით, მით უმეტეს ახალგაზრდებს შორის შუღლის გაღვივება. ჩვენ ჩვენს განცხადებებში დღესაც, გუშინაც და შემდგომშიც, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება არის მიუღებელი, არ შეიძლება. რაც შეეხება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც წარმოადგენენ „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, მათ ვეტყვი, რომ ისინი არიან განათლებული, გონიერი ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ საკმაოდ დიდი რესურსი იმის, რომ წარმართონ დებატი კონსტრუქციულ, ცივილურ ფორმაში იმ ჯგუფებთან და ახალგაზრდებთან, რომლებიც გამოყენებულნი არიან „ნაციონალური მოძრაობის" თუ მათი სატელიტი პარტიების მხრიდან ეთერებში. გამოიყენონ დებატების საშუალება. არსებობს ცივილური ფორმა, არცერთ შემთხვევაში დაპირისპირება, არცერთ შემთხვევაში ძალადობა",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
ბელგოროდის რეგიონში უკრაინის დარტყმების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა
სროლაში ეჭვმიტანილი მასწავლებელი, ტრამპს უკრაინის მიტოვებაში ადანაშაულებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)