21:23 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-03 16:02:34, 1922 ნახვა

საზოგადოება
გომელაური: შეგვპირდნენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს გამოუშვებენ, ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას

„შეგვპირდნენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს გამოუშვებენ, ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ექიმის დაკავება მიუხედავად ცხელი წერტილისა, არ შეიძლება.

„ეს ადამიანი არის ექიმი და არა, მაგალითად - მებრძოლი, ყოფილი ძალოვანი სისტემის წარმომადგენელი, რაც სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებდა. ვფიქრობ, ამ ადამიანს გამოუშვებენ, ისინი თვითონაც უხერხულად არიან, დარწმუნებული ვარ. ექიმის დაკავება, რაც არ უნდა ცხელი წერტილი იყოს - ომშიც კი არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, შეგვპირდნენ, რომ გამოუშვებენ და ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics