|
2019-12-02 20:29:02, 1146 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო
დედაქალაქის მერი ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო ვარკეთილში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, დედაქალაქის მერი დაესწრო. კახა კალაძემ ვარკეთილში მცხოვრებ ახალგაზრდებს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ცენტრის გახსნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ცენტრი მისცემს მათ საშუალებას თავიანთი ნიჭი მაქსიმალურად გამოავლინონ. „ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ვარკეთილში კიდევ ერთი კარგი პროექტი განხორციელდა. წინასაარჩევნოდ ვიმყოფებოდით აქ და რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა იყო, ვიდრე ახლაა. ყველაფერი გაპარტახებული იყო. დავპირდით მოსახლეობას, რომ აქ საუკეთესო სპორტულ ცენტრს მოვაწყობდით. მართლაც, მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, სწორედ ასეთი ცენტრები გვქონდეს ყველა რაიონში. აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი ნიჭი გამოავლინონ. ყველანაირი პირობაა, რათა პატარებმა შეძლონ თამაში და კომფორტულ გარემოში იყვნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყო ერთი სტანდარტული ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი 230-ლუქსიანი განათებით და მინი საფეხბურთო მოედანი განათებით. ასევე, 180-ადგილიანი ტრიბუნა, რომელიც აღჭურვილია შშმ პირთათვის განკუთვნილი პლატფორმით. აიგო ადმინისტრაციული შენობა გასახდელებით, მსაჯების, სამედიცინო, მწვრთნელების ოთახებით და სხვა საჭირო სივრცეებით. საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყო. აღნიშნული პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და FIFA-ს პროგრამის - FORWARD-ის მიერ დაფინანსდა. პროექტის საერთო ღირებულება 2 223 174 ლარია. სპორტული კომპლექსით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ ვარკეთილში მდებარე საფეხბურთო სკოლებს, სამოყვარულო გუნდებს, ბავშვთა რეგიონულ ნაკრებებს. გახსნის ცერემონიაში მონაწილებდნენ ვარკეთილში მდებარე საფეხბურთო სკოლების აღსაზრდელები. ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დედაქალაქის მერთან ერთად სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, პარლამენტის წევრი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე და საკრებულოს სხვა დეპუტატები ესწრებოდნენ.
(NS)
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)