12:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-02 10:26:45, 1905 ნახვა

სამართალი
„ბანკი ქართუს“ საქმეზე ნიკა მელიას 25 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  „ქართუ ბანკის“ გაკოტრების  საქმეზე ფრაქცია  „ნაციონალური მოძრაობის“  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიას 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

გარდა ამისა, მას დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

აღსანიშნავია, რომ თავად ნიკა მელია გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას და ზურაბ ადეიშვილს „ბანკი ქართუს“  საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავებიან, რომელზეც ბრალი 2013 წელს წარედგინათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics