22:29 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-30 15:32:27, 2479 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: ჩვენი პოზიცია ურყევია. საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება

„გერმანულ მოდელზე, რომელსაც ითხოვდა ოპოზიცია შედგა მსჯელობა და ჩვენს ურყევ პოზიციად დარჩა ის მსჯელობა, რომ ეს პროექტი არაკონსტიტუციურია“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

წულუკიანის თქმით, უცხოელი კოლეგებისგან იყო ალტერნატიული ტიპის შემოთავაზებები და თუ ეს შემოთავაზებები დარჩება ძალაში, „ქართული ოცნება“ მზად იქნება დიალოგისთვის.

„ჩვენ ურყევ პოზიციად დარჩა ის, ეს მოდელი არის ანტიკონსტიტუციური და ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება. სხვა შემოთავაზებები გაჟღერდა უცხოელი კოლეგებისგან და თუ ეს შემოთავაზებები დარჩება ძალაში და ქართული ოცნება მზადაა დიალოგისთვის, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის ურყევი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება, საკონსტიტუციო მოდელი არის ძალაში და გერმანული მოდელი არის ანტიკონსტიტუციური, თუ იქნება სხვა შემოთავაზებები, რომელზეც მინიშნებები გაკეთდა უცხოელი კოლეგებისგან. თუ ეს შემოთავაზებები ჯდება იმ კონსტიტუციაში რომელიც დღეს არის მოქმედი, რა თქმა უნდა ქართული ოცნება არ დაიზარებს, ოპოზიციამ ვერავითარი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც ჩვენ დაგვარწმუნებდა, რომ გერმანული მოდელი არის კონსტიტუციური ვერ მოიტანა. კითხვა იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ვაქციოთ გერმანული მოდელი კონსტიტუციურად ამაზე ჩვენი პასუხი არის არა, იმიტომ რომ გუნდის შიგნით რესურს ვერ ვხედავთ , რომ კიდევ ერთხელ ვცადოთ კონსტიტუციის ცვლილება. დიალოგი მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ქვეყანას ვცემთ პატივს თუ მომავალი შეხვედრა ჩაინიშნება ამ შეხვედრაზე აუცილებლად ვიქნებით," - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics